რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულმას ინფორმაციით, რუსების გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა.

მისი ცნობით, დაიღუპა 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში იყო გადაყვანილი. ვილკულის ცნობით, საავადმყოფოში რჩება 6 ადამიანი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით რუსებმა კრივი-რიჰში ცხრასართულიან კორპუსი და ხუთსართულიანი შენობა დაბომბეს. თავდასხმის შედეგად სულ მცირე 38 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვი იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის – პუტინი
შემდეგი სტატიაროინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულ ორი პირს სასამართლომ 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა