ხმაური სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესზე – რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სასამართლო დარბაზიდან გააძევა.
სხდომაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ტელეფონიდან გადაღებული ფოტოსურათი წააშლევინეს, რასაც ბოკუჩავას რეპლიკა მოჰყვა: „ბარემ დაიჭირეთ“. აღნიშნულის შემდეგ მას მოსამართლე შვანგირაძემ უთხრა, ფეხზე ამდგარიყო.
„რუსების დავალებით არ ვმოქმედებ“, – თქვა ბოკუჩავამ მოსამართლის მისამართით, რომელმაც თავის მხრივ პოლიტიკოსს სახელი და გვარის თქმა მოსთხოვა. „დაგუგლეთ“, – უპასუხა ბოკუჩავამ ირაკლი შვანგირაძეს.
საბოლოოდ ენმ-ის ლიდერი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.
„საქართველო გაიმარჯვებს, თქვენ დაისჯებით!“ – ამ სიტყვებით დატოვა დარბაზი პარტიის თავმჯდომარემ.
















