რუსების ჭორი მაკრონის ჰომოსექსუალურობაზე და პოლიტიკოსის პასუხი

ემანუელ ჟან-მიშელ ფრედერიკ მაკრონი 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა ამიენში. მისი მომავალი მეუღლე, ბრიჯიტ ტრონიე, მაკრონის სკოლის მასწავლებელი იყო. მათ ერთად ცხოვრება მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა ემანუელი 18 წლის გახდამ თუმცა ამ უკანასკნელის ოჯახმა მათი კავშირი არ მიიღო. მაკრონის მშობლები ფიქრობდნენ, რომ თუ ისინი შვილს უცხოეთში გააგზავნიდნენ სასწავლებლად, მას ტრონიე დაავიწყდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა და წყვილმა 2007 წელს ოფიციალურად იქორწინა. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში რუსული მედია ავრცელებს “ვიკილიქსის” დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის განცხადებას, რომელშიც ის აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონი ჰომოსექსუალური ცხოვრებითაც ცხოვრობს. ინგლისური გამოცემა “პინკ ნიუსი” რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ჭორს მაკრონის კომენტარს ურთავს: “გავიგე, რომ ხალხი ამბობს, რომ მე საიდუმლო ცხოვრება მაქვს თუ რაღაც მსგავსი. ეს არ არის სასიამოვნო ბრიჯიტისთვის… ის საკუთარ თავს ეკითხება, როგორ შემიძლია ფიზიკურად გავაკეთო ეს მაშინ, როცა მთელს ჩემს ცხოვრებას დილიდან ღამემდე ერთად ვატარებთ … მე ვარ ის, ვინც ვარ და არასდროს არაფერი მქონია დასამალი”.
23 აგვისტოს საფრანგეთში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებო. წინასწარი მონაცემებით ლიდერობენ ემანუელ მაკრონი და მარი ლე პენი. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიძლიერი ქარიშხალი აფხაზეთის სანაპიროზე
შემდეგი სტატიაუამინდობის გამო Turkish Airlines-ის რეისი გადაიდო