რუსები უკრაინას რაკეტებით და დრონებით უტევენ – ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
“ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩერნიგოვის ოლქისკენ მიემართება. ფრთოსანი რაკეტა სუმის ოლქის ჩრდილოეთით ჩერკასის ოლქისკენ მიემართება”, – აცხადებენ საჰაერო ძალებში
მათი ინფორმაციით, საჰაერო სივრცეში მტრის სამიზნეების დიდი რაოდენობა ფიქსირდება. ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, არ უგულებელყონ განგაში და თავშესაფრებში დარჩნენ მანამ, სანამ ის არ დასრულდება.

















