რუსები წითელ ჯვარს ოლენოვკაში არ უშვებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) განაცხადა, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ ნებართვა ეწვიონ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის ადგილს.

ამის შესახებ Reuters კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

29 ივლისს ოლენივკაში მდებარე იზოლატორის დაბომბვას, მინიმუმ, 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის სიცოცხლე ემსხვერპლა. აზოვის პოლკმა იზოლატორის დაბომბვაში ყველა მონაწილეზე ნადირობა გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი ალექსეი ვადატურსკი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩვენ ველოდებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას