რუსები თურქეთში ბირთვული რეაქტორის მშენებლობას იწყებენ

როგორც რუსეთის სახელმწიფო ბირთვული ენერგეტიკული ორგანიზაცია ,,როსატომ,,-ის თავჯდომარემ ალექსეი ლიხაჩევმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა, მისი ორგანიზაციის სპეციალისტები თურქეთის ქალაქ ადანის მახლობლად, აქქუის ტერიტორიაზე ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობას, აპრილში დაიწყებენ. ლიხაჩოვმა საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 61-ე გენერალური ასამბლეის სხდომაზე აქქუის ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ ჟურნალისტების მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება და პირველ ბატონოსაც ჩაასხამენ.. ,,ბირთვული სადგურის მშენებლობის დაწყებისათვის მთლიანობაში 101 ლიცენზიაა საჭირო და ჩვენ უკვე 90 ლიცენზია მოვიპოვე,, განაცხადა ლიხაჩოვმა. თურქეთის პირველი ბირთვული ელექტროსადგურის მშენებლობა 20 მილიარდი დოლარი დაჯდება და მისი პირველი ბლოკი, ექსპლოატაციაში 2023 წელს შევა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი ირანის სარაკეტო პროგრამით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ყოფილი რუსი აგენტი მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს