რუსები თანდათან ამცირებენ შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას, მაგრამ ემზადებიან მორიგი თავდასხმისთვის – ესტონეთის დაზვერვა

რუსული ძალები, როგორც ჩანს, თანდათან ამცირებენ შეტევითი ოპერაციების ინტენსივობას უკრაინის ბრძოლის ველზე, მაგრამ ემზადებიან მორიგი თავდასხმისთვის ავდიივკას მიდამოში, – ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის ძალების სადაზვერვო ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ანტს კივისელგმა განაცხადა.

დაზვერვის ცნობით, უკრაინაში, მთლიანობაში, ბრძოლის ველზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვითარება დიდად არ შეცვლილა.

„საომარი მოქმედებების საერთო ინტენსივობა შემცირდა წინა კვირებთან შედარებით. ავდიივკას რაიონში კი, რუსეთის ფედერაციიდან თავდასხმების რიცხვი იზრდება“, – აღნიშნა მან.

ესტონეთის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, სამხედრო აქტივობის კლება ძირითადად ამინდის ცვლილებით არის განპირობებული.

ამავდროულად, კივისელგი დასძენს, რომ რუსები აგრძელებენ აქტიურ ბრძოლას ავდეევკას რაიონში, სადაც ისინი აგროვებენ აღჭურვილობას – სავარაუდოდ, კიდევ ერთი გარღვევის მცდელობისთვის.

„სავარაუდოა, რომ ავდიივკას მიმართულებით შეტევითი მოქმედებების ამჟამინდელი ინტენსივობა მიზნად ისახავს უკრაინელების ზნეობის დარღვევას“, – აცხადებს ესტონეთის თავდაცვის ძალების დაზვერვის უფროსი.

ესტონეთის დაზვერვის ხელმძღვანელის ცნობით, რუსეთის ოპერატიული გარღვევა უკრაინაში უახლოეს კვირებში ნაკლებად სავარაუდოა.

banner
წინა სტატიაშიილია ღუდუშაური – რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის სურვილი საჯაროდ დააფიქსირა, თუმცა დღეს შეხვედრაზე უარი განაცხადეს
შემდეგი სტატიათიბისიმ მასწავლებლების კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები დააჯილდოვა