“რუსები შეცდნენ, ეს საშინელება იყო…” – დონალდ ტრამპი სუმიზე რუსული შეტევის შესახებ

უკრაინის ქალაქ სუმიზე ორი ბალისტიკური რაკეტით რუსული შეტევის შემდეგ აშშპ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “რაც მოხდა, საშინელება იყო”, შემდეგ კი დაამატა, რომ “რუსებმა შეცდომა დაუშვეს”.
ინფორმაციას ამის შესახებ MSN აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ “მშრალი შეფასება” დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ს ბორტზე მიუგდო, როცა ვაშინგტონში ბრუნდებოდა.
ჟურნალისტები ტრამპს ჩაეკითხნენ, რას გულისხმობდა “შეცდომაში”, მაგრამ პრეზიდენტი ისევ მოკლე ფრაზით შემოიფარგლა:
“დიახ, ეს შეცდომა იყო… მისმინეთ, მოდი, მათ ჰკითხეთ… მე ვფიქრობ, ეს საშინელება იყო. და მე მომიყვნენ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საშინელებაა. და საერთოდ, ვფიქრობ რომ ეს ომი ერთი დიდი საშინელებაა”, – განაცხადა დონალდ ტტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რუსმა ტერორისტებბმა სუმზე ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს საჰაერო იერიში 13 აპრილს, რის შედეგადაც 34 ადამიანი (მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი) დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.
სუმის ტტრაგედიასთან დაკავშირებით, 13 და 14 აპრილი უკრაინის ქალაქებბში გლოვის დღედაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიწაგვართვეს ყველაფერი მანქანა (06, რომელიც შრომით ყავდა ჩემს ოჯახს შეძენილი) ტანსაცმელი და თუ რამე გაგვაჩნდა!
შემდეგი სტატია“გეხვეწებით, დედაჩემი გადაარჩინეთ!…” – გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სუმის დაბომბვის პირველი წუთებია ასახული