რუსები პრეზიდენტს დამკრძალავ ბიუროში ირჩევენ

ნიშანდობლივი ფაქტი დაფიქსირდა რუსეთში, სადაც მოახლოებული არჩევნები ყველასათვის ნათელია, რომ ფიქციას წარმოადგენს. ამ ქვეყანაში შიდა პოლიტიკურ პროცესებთან ერთად არჩევნებიც იმდენად ,,მკვდარი,, პროცესია, რომ საარჩევნო კომიტეტმა, ერთ-ერთ ქალაქში, მისი ჩატარება პირდაპირ დამკრძალავ ბიუროში გადაწყვიტა.
რუსული ,,იტარ-ტასის,, ცნობით, მოსკოვის ოლქის, ორეხოვო-ზუევოს რაიონის ქალაქ კუროვსკოეში, 18 მარტის საორეზიდენტო არჩევნებში ხმის მისაცემი საარჩევნო უბანი ნომერ: 2176, მუნიციპალურ დამკრძალავ ბიუროში განათავსეს.
აღნიშნულ ფაქტს მწვავედ გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი ხელმძღვანელი ელა პანფილოვა, რომელმაც ქალაქის ხემძღვანელობას და ადგილობრივ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რომ არამარტო ტვინით, არამედ გულითაც მიუდგნენ საქმეს.
,,აი შეხედეთ, თქვენ მიხვალთ ასეთ საარჩევნო უბანზე? რორგორი გამოცხადება იქნება ასეთ უბანში?! ეს რეალური საარჩევნო უბანია ამ ქალაქის… კოლეგებო… მოდით დაფიქრდით და ჩართეთ არა მხოლოდ ტვინი, არამედ გულიც… მე იმედი მაქვს ამ საარჩევნო უბანს დროულად გადაიტანენ უფრო ღირსეულ ადგილზე,, განაცხადა პანფილოვამ.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქი: მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სუფსის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა