რუსები კიევის რეგიონს თავს დაესხნენ – არიან დაშავებულები

კიევსა და კიევის ოლქზე ღამით რუსეთის იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რუსლან კრავჩენკოს ცნობით, რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებულია ექვსი მრავალსართულიანი და 20-ზე მეტი კერძო სახლი. შენობებში ჩამსხვრეულია ფანჯრები და დაზიანებულია ფასადები.

ასევე, დაზიანდა ავტოგასამართი სადგური, აფთიაქი, სამრეწველო და ადმინისტრაციული ნაგებობები და სამი ავტომობილი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსმა სამხედროებმა კიევის ოლქზე დარტყმა აზოვის ზღვის აკვატორიიდან „კალიბრის“ ტიპის სამი რაკეტის განახორციელეს, საიდანაც ორი საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულ დახურვას განიხილავს
შემდეგი სტატიაუკრაინულმა ძალებმა ერთ დღეში 1000-ზე მეტი ოკუპანტი და 61 საარტილერიო სისტემა გაანადგურეს – უკრაინის გენშტაბი