რუსები განადგურებულ მარიუპოლში ყალბი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ

„რუსი ოკუპანტები აპირებენ, რომ განადგურებულ მარიუპოლში ყალბი რეფერენდუმი ჩაატარონ, რათა იგი რუსეთის ფედერაციას ოფიციალურად მიუერთონ“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ფსევდორემერენდუმის თარიღად თვითდანიშნულმა მერმა 15 მაისი დაასახელა.

„მათი პირველი ნაბიჯი არის რუსეთის მობილური კომუნიკაციის კოდზე გადასვლა. ახლა რუსული ბანკები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა შევიდნენ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“. ისინი დონეცკის გარდა მარიუპოლის მიერთებასაც გეგმავენ. მათ „რეფერენდუმის“ ჩატარება აქვთ დაგეგმილი, რომლის მიხედვითაც მარიუპოლი როსტოვის ოლქის ნაწილი უნდა გახდეს“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს უკანონო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატია“აზოვსტალის” ტერიტორიაზე ამჟამად 600 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო იმყოფება – პალამარი