რუსები და აფხაზები ჟენევის ფორმატის გაუქმებით იმუქრებიან

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 3 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებამ რუსეთი და მათ მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება იმდენად გააღეზიანა, რომ ჟენევის დისკუსიის ჩაშლით იმუქრებიან.
რუსეთის საგარეო უწყებისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ანალოგის გაღეზიანება ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის იმ გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელშიც პირველად დაფისქსირდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე კონფლიქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს, როგორც მხარეს… რის გამოც რუსეთი და მისი მორჩილი ოკუპირებული რეგიონის ხემძღვანელობა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გაუქმებით იმუქრებიან.
რუსეთისა და აფხაზეთის დიპლომატიური უწყებები, იდენტურ განცხადებებს აკეთებენ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე. უსამართლოდ, მიკერძოებულად მიიჩნევენ ამ გადაწყვეტილებას და ობიექტურობისკენ მოუწოდებენ ევროსაბჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი – ჟენევის მოლაპარაკებებზე უარის თქმას არ გამორიცხავენ.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის დისკუსიები, გახლავთ ერთადერთი მშვიდობიანი და დიპლომატიური საერთაშორისო ფორმატი, სადაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტური რეგიონების საკითხები, კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით განიხილება.

banner
წინა სტატიაშილავროვის უწყების ინფორმაციის დეპარტამენტი კომენტარს აკეთებს ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია(video) პორნოვარსკვლავს გადაღების დროს ზვიგენმა უკბინა