რუსები ჩერნოგორიაში პრემიერის მოკვლას და გადატრიალებას გეგმავდნენ

ჩერნოგორიის (მონტენეგრო) პროკურატურამ ,,რუსი ნაციონალისტების,, ჯგუფი დააპატიმრა, რომელთაც ბრალად 16 ოქტომბერს ქვეყნის პრემიერის მკვლელობისა და გადატრიალების მცდელობა ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ჩერნოგორიის პროკურატურის მთავარი სპეციალისტის მილივო კატნიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. კატნიჩის განცხადებით, გადატრიალების ორგანიზატორები გეგმავდნენ ქვეყნის პრემიერის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას, რომელიც სნაიპერს შორი მანძილიდან უნდა შეესრულებინა. პროკურატურის მონაცემებით, ჯგუფის, რომელიც რუსეთში, სერბიაში და ჩერნოგორიაში ჩამოყალიბდა, გათვლებით, გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია უნდა მოსულიყო, თუმცა პროკურატურას არ დაუკონკრეტებია რომელ პარტიაზეა საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის 20-მდე სერბეთის მოქალაქეც არის. შეგახსენებთ, რომ გასულ ოქტომბრის თვეში, სერბეთმა ჩერნიგორიის გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილ პირთა დეპორტაცია მოახდინა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები იყვნე და ამ ფაქტმა რუსეთის ოფიციალური ხელისუფლების აღშფოთება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: პოსტებზე ჩვენი გადანაწილება სრულ თანხვედრაშია ჩვენს მიზნებთან
შემდეგი სტატიააშშ-ს კოალიციამ ISIS-ს დედაქალაქ რაკკას აღების ოპერაცია დაიწყო