რუსები ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამშაბათს უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მიტანილი სარაკეტო იერიშები რუსეთის უძლურებაზე მეტყველებს.

ამასთან დაკავშირებით ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა:

“ნათელია, რომ რუსულმა მხარემ ძალიან ნერვიულად მოახდინა რეაგირება ჩვენს წარმატებებზე. უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე განხორციელდა სარაკეტო იერიშები – ლვოვზე, ვინიცაზე, კიევის ოლქზე, დნეპროპეტროვსკის ოლქზე, ოდესაზე, ხარკოვის ოლქზე. ასეთი მასშტაბი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს აქვს განსაკუთრებული სამხედრო მიზანი. ზაკარპატიეზე იერიშის განხორციელება რას აძლევს რუსეთს? ისინი ავლენენ უძლურებას, რადგან უკრაინა მათ ძალებს აღემატება”, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიბელარუსი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებს
შემდეგი სტატიავერავინ ივარაუდებს, რომ პუტინი თავს სხვა ქვეყნებსაც არ დაესხმება – შოლცი