რუსები არჩევნებს არ ატარებენ, შეიგნეთ! – ლაშა ბუღაძე

ბუღაძე ნამახვანჰესზე

მწერალი ლაშა ბუღაძე წერს, რომ არჩევნებში მონაწილეობა დიდი შეცდომა იქნება. მისი თქმით, ერთობა სწორედ ამ საკითხშია საჭირო და სწორედ იმიტომ ახსენებს სალომე ზურაბიშვილი ამ სიტყვას, რომ ერთობას ვერ ხედავს:

“თავს ნუ მოიტყუებთ: სალომე ზურაბიშვილი იმიტომაც ამბობს ზოგად ტერმინ “ერთობას”, რომ ერთობა არაა პარტიებს შორის ივანიშვილის რუსული რეჟიმის პირობებში ჩასატარებელ თვითმმართველობის არჩევნებზე. რა უნდა თქვას სალომე ზურაბიშვილმა გარდა იმისა, რაც თქვა – რომ ის იქნება იმ ერთობის მომხრე, როგორ ერთობაზეც პარტიები შეთანხმდებიან.

და აქ კი რაღაც აბსურდთან გვაქვს საქმე: “ლელო” მერამდენედ იტყუებს თავს უარგუმენტო ოპტიმიზმით და როგორც ჩანს, ამ ფსევდო-არჩევნებში აპირებს შესვლას, რაც უდიდესი შეცდომა და შეცდომაზე მეტიცაა – კატასტროფაც კი, მას კი ალბათ ადევნებული ლამპარივით მიჰყვება გეოგრაფიულად განრიდებული გახარიას ჯგუფი და ძველი ქოცებიც, აწ ექსპერტებად ქცეულები…

რომლებიც არჩევნების მეორე დღესვე მოჰყვებიან გოდებას: როგორ გააყალბა არჩევნები ივანიშვილმა. მამუკა ხაზარაძე, რომელიც ახლა პოლიტპატიმარია და უთუოდ დიდ პატივს ვცემ ამ მხრივ მის თავდადებას, ბევრისთვის გაუგებრად ჯიუტობს და რაც მთავარია, იმ ხალხს არ უჯერებს, ვისზეც დგას ჩვენი ისტორიისთვისაც კი უჩვეულოდ დიდი პროტესტი: ივანიშვილთან შეურიგებელ საზოგადოებას, ვინც აღარასდროს მიანიჭებს ლეგიტიმაციას ივანიშვილის რუსულ ბანდას.

რუსები არჩევნებს არ ატარებენ. შეიგნეთ!..”, – წერს ლაშა ბუღაძე.

banner
წინა სტატიაშიგავაძლიეროთ კავშირები რუსეთსა და აფხაზეთს შორის – ვლადიმირ პუტინი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის ფილიალში ბიზნესის რეგისტრაციისას მომხმარებლები ქეშბექს მიიღებენ