რუსა მორჩილაძე: პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ გიგა კობალაძემ ჩვენი არასოდეს შეისმინა

პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ გიგა კობალაძემ ჩვენი არასოდეს შეისმინა. ჩვენი თანამშრომლობა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამამცირებელი, – ამის შესახებ კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ განაცხადა.

„პრობლემების მოგვარებას ვითხოვდით, მაგრამ არასოდეს შეისმინა ჩვენი. ეს თანამშრომლობა დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. ახლა შესულია საგამოძიებო უწყება და ჩვენ ყველანი ველოდებით. მე ამ პროცესებამდე ეჭვი უკვე მქონდა და ამიტომაც ერთ-ერთი პირველი წამოვედი იმ ორგანიზაციიდან. ჩვენი თანამშრომლობა იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი და დამამცირებელი. ეს იყო არა მხოლოდ ჩემი, არამედ ავტორების მთელი არმიის პრობლემა. იმედს ვიტოვებ, რომ სიმართლე გაირკვევა. თხოვნა, რომ ყურადღება მიექცეს იმ ზარალს, რომელიც მოგვაყენა გიგა კობალაძემ“, – აღნიშნავს კომპოზიტორი.

უბრალოდ დაუდგენელი იყო, რატომ აქვს ადმინისტრაციას ასეთი დიდი თანხები და ავტორებზე, რომლის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მათ მიერ შექმნილი სიმღერების მიერ მიღებული ჰონორარი, ასე არათანმიმდევრულად გაიცემოდა,- ამის შესახებ ავტორ-შემსრულებელმა მიშა რამიშვილმა განაცხადა.

„მთელი ეს პერიოდი, რაც ჰონორარებისთვის იყო განკუთვნილი, შეუსაბამობაში აღმოჩნდა, აუდიტის დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ხელფასებთან, იმიტომ რომ წელიწადში 330 000 გამოდის, რომ თვეში პრემიის, დანამატის სახით გაქვს 28 000 – 30 000. ამ დროს, 3 თვეში ერთხელ ავტორებს, ზოგს 500 ლარი, ზოგს 400, ზოგს 1000 ლარი ერიცხებოდა . უბრალოდ დაუდგენელი იყო, რატომ აქვს ადმინისტრაციას ასეთი ძალიან დიდი თანხები და ავტორებზე, რომლის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მათ მიერ შექმნილი სიმღერების მიერ მიღებული ჰონორარი, ასე არათანმიმდევრულად იხარჯებოდა“,- აღნიშნა რამიშვილმა.

საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის, გიგა კობალაძის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება დაიწყო.

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე:თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამოსკოვის მილიციამ ჟურნალისტები დააკავა