7.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ

რუს ჟურნალისტ ქსენია სობჩაკსა და მის მეუღლეს, კონსტანტინ ბოგომოლოვს ლატვიაში შესვლა აეკრძალათ.

ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რუსი ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი და მისი მეუღლე, რეჟისორი კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიამ არასასურველი პირების სიაში შეიყვანა.

მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ.

„საიმიგრაციო კანონის 104-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ქსენია სობჩაკი და კონსტანტინ ბოგომოლოვი ლატვიისთვის არასასურველ პირთა სიაში შევიყვანე და მათ ლატვიაში შესვლა განუსაზღვრელი ვადით აეკრძალათ “, – წერს ბრაჟე X-ზე.

banner
წინა სტატიაში21-ე საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები: მოვითხოვთ, ყველა ექსპერტიზაზე ჩვენი ექსპერტის დასწრებას
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციასთან საზენიტო-სარაკეტო სისტემები განალაგეს