რუს ტურისტს აფხაზეთიდან რადიოაქტიური საათი გადაჰქონდათ

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ადლერის მონაკვეთზე დაკავებულ ტურისტს რადიოაქტიური საათი აღმოუჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადლერის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რადიოაქტიური ნივთიერების აღმომჩენი სიგნალიზაცია ჩაირთო, რის შედეგადაც ერთ-ერთ ტურისტს დასაშვებ ნორმაზე 30-ჯერ მეტი გამოსხივების მქონე რადიოაქტიური საათი აღმოჩინეს.
თავად რუსი ტურისტის განცხადებით, რომლის ვინაობა და მოქალაეობა არ სახელდება, საათი აფხაზეთში შეიძინა და ის რუსეთში ახლობლისთვის საჩუქრად მიჰქონდა.
დაკავებული ტურისტისათვის ჩამორთმეული საათი ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, აცხადებენ რუსულ მედიაში

banner
წინა სტატიაშიერაყი ,,ისლამური სახელმწიფოს,, დამარცხებას ზეიმობს
შემდეგი სტატიასაპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს