რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ფაქტია, რუს სამშვიდობოებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“როდესაც წარუმატებლობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის სამშვიდობო ჯარებს არ შეეძლოთ ან არ სურდათ უზრუნველეყოთ მთიანი ყარაბაღის სომხების უსაფრთხოება”, – თქვა ფაშინიანმა.

ფაშინიანმა ასევე ისაუბრა ყარაბაღელი სომხების სამომავლო ბედს და თქვა, რომ თუ მათ არ ექნებათ შესაძლებლობა ან სურვილი, დაბრუნდნენ მთიან ყარაბაში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სომხეთში დარჩნენ.

მისივე განცხადებით, სომხეთი შეიძლება მშვიდობიანი იყოს, თუ რეგიონი მშვიდობიანი იქნება.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში – სენატში საქართველოზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაისრაელელები და პალესტინელები თანაბრად იმსახურებენ ერთმანეთის გვერდით უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას – ბაიდენი