რუს სამხედროებს აფხაზეთში ბინებს გადასცემენ

იანვრის ბოლოს აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზის მოსამსახურე პირებს ოთხ საცხოვრებელ კორპუსს და 150 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს გადასცემენ. “ბაღის სახელს სამხედროების ცოლთა საბჭო კენჭისყრით შეარჩევს” – ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
ოთხი საცხოვრებელი კორპუსი შავი ზღვიდან 800 მეტრშია აგებული. “ყველა ბინა სამსახურებრივი საცხოვრებლის ფონდშია შეყვანილი და აღჭურვილია აუცილებელი საცხოვრებელი ტექნიკით და ავეჯით” – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კოალიციამ სირიიდან ჯარის გაყვანა დაიწყო
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – თუ უკრაინის ეკლესიის საკითხზე საპატრიარქო ფრთხილობს, არ შეიძლება, რომ მე ვიყო ნაკლებად პასუხისმგებლიანი