8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
banner

რუს პროპაგანდისტებს ეთერში დონალდ ტრამპის ძაგება დაავალეს

დონალდ ტრამპის მხრიდან ვლადიმირ პუტინის მისამართით ამ ბოლო პერიოდში გაკეთებული არაერთი მწვავე განცხადების შემდეგ რუსმა პროპაგანდისტებმა შეიცვალეს აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ რიტორიკა და ძაგებაზე გადავიდნენ.

ეს განსაკუთრებით მას შემდეგაა შესამჩნევი, რაც ტრამპმა თქვა, რომ პირველი ვადის დროს პუტინს დაურეკა და უთხრა, რომ მოსკოვს გადაბომბავდა, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეიჭრებოდა.

ტრამპს თავდაპირველად ცნობილი ვლადიმირ სოლოვიოვი დაესხა თავს: “ტრამპს რა ჰგონია, რომ მეფეა? და რომ რასაც ის იტყვის, ჩვენთვის კანონია და დავემორჩილებით? რაღაც, უპატივცემულო ფრაზებს ისვრის, ეტყობა, ტრამპის ბაიდენიზაციი დაწყებული”, – თქვა სოლოვიოვმა, რომელსაც მეორე დღეს მხარი აუბა ოლგა სკაბეევამ.

banner
წინა სტატიაშიტერორი საქართველოში- ზურაბიშვილი 19 წლის საბა ჯიქიას განაჩენს ეხმაურება
შემდეგი სტატიაკიევში СБУ-ს პოლკოვნიკი დაცხრილეს – ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ