რუს დეპუტატს არ მოსწონს, რომ აშშ პუტინის აფხაზეთში ჩასვლას მიუღებლად მიიჩნევს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფედერაციის საბჭოს წევრმა ალექსეი პუშკოვმა გააკრიტიკა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით.
პუშკოვს არ მოეწონა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა პუტინის აფხაზეთში ვიზიტი მიუღებლად მიიჩნია.
“არა, მიუღებელი იყო ცხინვალის მიმართულებით ცეცხლის გახსნა სააკაშვილის ბრძანებით 2008 წლის აგვისტოში, მაგრამ აშშ სდუმდა” – წერს Twitter-ზე რუსმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინის აფხაზეთში ჩასვლა, აგრეთვე, გააკრიტიკა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც.

banner
წინა სტატიაში7 საუკუნის სომხური ტაძრის ზარებს, ირანი თურქეთს გადასცემს
შემდეგი სტატიაSIS-ი ირანს ემუქრება