რუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს

რუს ბაიკერებს პრაღის ცენტრში სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს. კლუბ ღამის მგლების წევრებს ვაცლავის მოედანზე შეკრებილი ასობით დემონსტრანტი საპროტესტო შეძახილებით დახვდა.

აქციის მონაწილეებს ხელში უკრაინის, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ნატოს დროშები ეკავათ და ბაიკერებს ოკუპანტ რუსეთში დაბრუნებისკენ მოუწოდებნენ. მათ დიდი საპროტესტო პლაკატიც გაშალეს, რომელზეც ვლადიმერ პუტინი ჰიტლერს იყო შედარებული.

რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოვებული კლუბის წევრები ნაციზმზე გამარჯვების აღსანიშნად რბოლას, მოსკოვი-ბერლინის მიმართულებით, ყოველწლიურად აწყობენ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაავღანეთში ნატო-ს ორი ჯარისკაცი მოკლეს