რურუების ოჯახში მისასამძიმრებლად პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა

ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მან ნიკა რურუას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.

“მიმდინარე წლის 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმაღალმთიან რეგიონებში სოციალური შეღავათებით მოსარგებლეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – ნიკა რურუა ცხოვრების ყველა ეტაპზე იყო ძალიან საინტერესო ადამიანი