რურუას საქმე ევროპარლამენტარების ანგარიშში ასახული არ არის – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მტკიცებით, ევროპარლამენტის ანგარიშში გიორგი რურუაზე საუბარი არ არის.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველოს ევროპარლამენტთან კარგი ურთიერთობა აქვს და გამოქვეყნებული ანგარიში სწორედ ამაზე მეტყველებს.

“რა თქმა უნდა, ოპოზიციას ჰქონდა მოლოდინი, რომ გიორგი რურუაზე იქნებოდა საუბარი, მაგრამ ეს არ არის ასახული ანგარიშში. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთი კარგი შედეგი იმ თანამშრომლობის და ურთიერთობისა, რაც ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტთან. ევროპარლამენტარები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მათ თვალნათლივ დაინახეს, თუ როგორ იმოქმედა ხელისუფლებამ, როგორი თანმიმდევრული იყო აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ჩვენი პარტნიორები, ევროპარლამენტის წევრები ამას კარგად ხედავენ და შესაბამისად ეს აისახება მათ მიერ მომზადებულ ანაგარიშებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ანგარიშში შესული შესწორებები პირველი კენჭისყრით მიიღო.

შესწორებები შეეხება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, 8 მარტის შეთანხმებას, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს, მედიის თავისუფლებას, საარჩევნო გარემოს და სხვა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მისალმება ორი პოლიტიკური ლიდერის შეწყალებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს საპარლამენტო, დემოკრატიულ კონტროლზე-ბოკერია
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : თუ ევროპარლამენტარები 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუას არ გულისხმობენ, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განმარტოს, რა ასპექტი დარჩა შეუსრულებელი