რურუა ზურაბიშვილზე: ცრუპენტელა ქალი, რომელიც კარიერისტული მიზნებისთვის ყველაფერს კადრულობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა რურუა მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს.

მისი თქმით, მარკირებაგავლილი მოქალაქეები ხმის მიცემას ზურაბიშვილის სასარგებლოდ ხელმეორედ გეგმავდნენ, რაშიც მათ ხელი „ნაცმოძრაობის“ დამკვირვებლებმა შეუშალეს.

რურუა ზურაბიშვილს „ცრუპენტელა ქალსა“ და „კარიერისტული მიზნებისთვის ყველაფრის მკადრებელს“ უწოდებს.

„ეს მარკირებაგავლილი ამომრჩევლები აღმოაჩინეს ჩვენმა დამკვირვებლებმა და ისინი უბანზე არ შეუშვეს. ამ ბოდვაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ვერ გავაკეთილშობილებ ამ ცრუპენტელა ქალბატონის სისულელეებს იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, ვინც მიზანმიმართულად თავისი კარიერისტული მიზნებისთვის ყველაფერს კადრულობს, დაწყებული რუსეთის ოკუპანტის სტატუსის მოხსნის გაჟღერებით. როგორც ჩანს, მისი პარლამენტში ასეთი უკანონო ქმედებებით შეთრევა სწორედ ამისთვისაა, რომ მან ე.წ. მეხამრიდის როლი ითამაშოს „ოცნებისთვის“ და ყველაფერი სისაძაგლე, რაც ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მან გააჟღეროს“, – განაცხახა ნიკა რურუამ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბშვილს საარჩევნო კამპანია არ უწარმოებია და ის ხმები, რაც მან მიიღო, სამთავრობო „კარუსელებით“ აბსოლუტური მანიპულაციაა.

banner
წინა სტატიაში(video) ქართული ოცნების მხარდამჭერი ამბობს, რომ საარჩევნო ყუთში 400 ბიულეტენი ჩაყარა
შემდეგი სტატიაქუთაისში ამომრჩეველთა აქტივობამ 31% შეადგინა