რურუა შეწყალების აქტით სამშაბათს, მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ გათავისუფლდება – გიორგი ვაშაძე

“ბატონი გვარამიასთვის, ვისაც ეგონა რომ საქეიფოდ ვიყავით აქ მოსულები, მინდა გავაცნო პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით ბოლო შეხვედრის დროს, ბატონი შარლ მიშელის თანდასწრებით, რომელიც იქნება პროცედურა, რომლითაც ორივე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საბოლოო პრცედურა შეგვეთანხმებინა. სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა სალომე ზურაბშვილმა გვითხრა რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული ანუ ეს ნშნავს რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას რომელიც შეეხება იმ მუხლებს რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დრეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე მათ შორის მელია თამლიანი და აშ. ასევე ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა რომ პროცედურული საკითხებიდან გამმდინარე რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან”,- აცხადებს  “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ათონელის სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: მე სკეპტიკურად ვუყურებ ამ დოკუმენტს და ეს არ დამიმალია არც ელჩებისთვის, არც მიშელისთვის
შემდეგი სტატიაგომური: ესე მარტივად დაითმობა 20 ივნისი? ეგეთი უმნიშვნელოა? მჭირდება პასუხი