რურუა-მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია

„მთავარი არხის“ მეწილე გიორგი რურუა სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიების მიერ 8 მარტის შეთანხმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია.

რურუას თქმით, მისი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია ამ ეტაპზე.

„მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორე ხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს.
პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოზგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც.ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს რურუა.

banner
წინა სტატიაში“ვიდრე ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით,ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით”
შემდეგი სტატია“საზოგადოების წინაშე რომ სიტყვას იტყვი და საქართველოს მეგობრების წინაშე შეთანხმებას დადებ, შემდეგ არ უნდა იმაიმუნო”