რურუა – კუჭავას წერილით უნდოდათ გადაეფარათ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს

„კუჭავას წერილით უნდოდათ გადაეფარათ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს“, – ამის შესახებ განცხადებას გიორგი რურუა აკეთებს. რურუა ქართულ ოცნებას ურჩევს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დასაცავად ევროპარლამენტში წერილი გააგზავნოს. მისივე თქმით, ის ტყუილები რაც წერილში იყო მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ სრულიად ამაზრზენ წერილს, რომელიც ევროპარლამენტში იყო გაგზავნილი ბატონი კუჭავას მიერ. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ამ წერილით უნდოდათ რაღაცნაირად გადაფარონ ის ბრალდება, რასაც ბრალდების მხარე მიყენებს და რაც სრულია აბსურდულია მე ვურჩევდი „ოცნებას“ რომ ჯობია ჩვენი მოქალაქის და ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას დასაცავად გაგზავნოს წერილი ევროპარლამენტში, ვიდრე რაღაც მოგონილი და აბსურდული ბრალდებები, რაზეც კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მზად ვარ ნებისმიერ ბრალდებას გავცე პასუხი. ის ტყუილები რაც იყო წერილში მოყვანილი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 20 ივნისის შემდეგ ჩემი მეუღლეც მეუბნებოდა, რომ დაგიჭერენო. ელენე ხოშტარიასთანაც მქონდა ლაპარაკი. ვგრძნობდი ყოველდღე და მაფრთხილებდნენ ჩემი მეგობრები, რომ ფრთხილად იყავი დაგიჭერენო“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიასასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა