რუმინეთში პროტესტის ნიშნად ერთმეტრიანი ავტომაგისტრალი გახსნეს

რუმინელმა მეწარმემ სტეფან მანდაჩიმ, პროტესტის ნიშნად, 1 მეტრის სიგანის ავტომაგისტრალი დააგო – მეწარმის თქმით, ქვეყანაში საგზაო ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად უვარგისია – “ბიბისი” წერს. რესტორანების ქსელის მეპატრონემ ერთმეტრიანი გზა საკუთარი სახსრებით დააგო ქალაქ სუჩავაში, სადაც საერთოდ არ არის გზები მოწესრიგებული.

რუმინეთს ევროკავშირში ყველაზე მოკლე ავტომასისტრალი აქვს, მისი სიგრძე 806 კმ-ია მთელს ქვეყანაში.

ე.წ. “გზის ინაუგურაციას” ასობით ადამიანი ესწრებოდა. მათ შორის, ჟურნალისტები და ქალაქის მერიც.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაივანიშვილთან მიმართებაში “ოცნების” მხარდამჭერებს იმედი გაუცრუვდათ, რაც პროტესტში გადაიზარდა