რუმინეთში მსურველების არ არსებობის გამო ვაქცინაციის ცენტრებს ხურავენ

რუმინეთის მთავრობამ გაავრცელა, რომ მსურველების არ არსებობის გამო ვაქცინაციის ცენტრებს ხურავს და ვაქცინის შეძენასაც შეამცირებს.

რუმინეთი შორს არის ვაქცინაციის ფარგლებში დასახულ მიზნამდე. 15 ივნისის სტატისტიკით მინიმუმ 4,6 მილიონმა ადამიანმა მიიღო კოვიდ-19-ის პირველი დოზა – გეგმით, 1 ივლისამდე 5 მილიონი უნდა აიცრას. დაგეგმილი 7,1 მილიონი დოზა ვაქცინის ნაცვლად ქვეყანამ 2,6 მილიონი დოზა ვაქცინა შეიძინა. რუმინეთი ვაქცინების გარკვეული რაოდენობის მოლდოვასთვის გადაცემას გეგმავს. მან 15 მილიონი დოზა ვაქცინადან მხოლოდ 60% გამოიყენა. ვაქცინის გაკეთების ყოველდღიური მსურველების რაოდენობა 40 ათასამდე შემცირდა.

მსოფლიო პანდემიას სხვადასხვა ხერხებით ებრძვის. კორონავირუს SARS-CoV-2-ის გავრცელებიდან ვირუსით მსოფლიოში 177 მილიონი ადამიანი დაავადდა, გარდაიცვალა 3,8 მილიონი ადამიანი. 162 მილიონი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ “ფულის გათეთრების” მასშტაბური სქემა გამოავლინა
შემდეგი სტატიაკოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი