რუმინეთში ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება

რუმინეთში, შეზღუდვების ახალი პაკეტის მიხედვით, ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება, დაიკეტება ყველა სკოლა, კომენდანტის საათი 23:00-დან 05:00 საათამდე გამოცხადდება

რუმინეთის მთავრობამ, 8 ნოემბერს, შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ცნობით, ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება, დაიკეტება ყველა სკოლა, კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოცხადდება, ხოლო მაღაზიები, გარდა აფთიაქებისა 05:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

„რუმინეთის მთავრობამ, 8 ნოემბერს, შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, 9 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. ყველა სკოლა დაიკეტება. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოცხადდება. მაღაზიები, გარდა აფთიაქებისა 05:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ. კომპანიები, რომლებიც ვერ გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ვალდებულნი იქნებიან თანამშრომლები ცვლებში ატარონ. შეზღუდვები ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება“, – წერს ადგილობრივი მედია.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიაში, 9 ნოემბრიდან, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს