25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რუმინეთში ჩამოგდებული დრონი, როგორც ჩანს, რუსულია- ნატო-ს პრესსპიკერი

რუმინეთში ჩამოგდებული დრონი, როგორც ჩანს, რუსულია,- ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო შტაბბინის პრესსპიკერმა მარტინ ო’დონელიმ განაცხადა.

„კვირას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები გამოძიების პროცესშია, თუმცა, როგორც ჩანს, დრონი რუსულია“, – აღნიშნა მარტინ ო’დონელმა.

ნატო-ს F-18 გამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელმაც რუმინეთის ეროვნული საჰაერო სივრცე უკანონოდ დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მეოთხე უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც მიმდინარე წელს ქვეყნის თავზე ჩამოაგდეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს დრონის წარმომავლობა არ დაუკონკრეტებია და განაცხადა, რომ ის რადარმა დააფიქსირა, როდესაც მეზობელი მოლდოვიდან ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთის ქალაქ გალაციდან 24 კილომეტრში ჩრდილოეთით. სამინისტროში განმარტავენ, რომ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის 57-ე საჰაერო ბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნესთან სარადარო კავშირი დაამყარა და ჩამოგდების ნებართვა მიიღო.

გამანადგურებელმა დრონი დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშირეალიზაციის პრობლემა კახეთში — სოფელ ჩუმლაყში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ უცხო ქვეყნის ერთ და საქართველოს ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა