რუმინეთში ათასობით ადამიანმა ანტიკორუფციულ ზომებს დაუჭირა მხარი

გუშინ, 5 მარტს რუმინელებმა ანტიკორუფციული ზომების მხარდასაჭერად დემონსტრაცია გამართეს. მარშში დაახლოებით 10 ათასი პროტესტანტი მონაწლეობდა. მათ მმართველ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას კორუფციასთან არასათანადო ბრძოლაში დასდეს ბრალი. ბუხარესტში მარში მინისტრთა კაბინეტიდან დაიწყო და აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო სასამართლომდე და შემდეგ, პროკურატურის ანტიკორუფლიულ კომიტეტის შენობამდე მივიდნენ.
დემონსტრანტებმა ანტიკორუფციულ კომიტეტს სოლიდარობა გამოუცხადეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დეპოლიტიზირება მოითხოვეს.
მსგავსი მოთხოვნით აქცია, პირველად, თებერვლის დასაწყისში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ვანო მერაბიშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის დისკრედიტაციას ახდენს