19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

რუმინეთმა დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გაიწვია და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთმა მის ტერიტორიაზე დრონების შეჭრის შემდეგ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

რუმინეთის საგარეო უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოგდებული დრონები რუსეთს ეკუთვნის.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, რომელსაც საპროტესტო ნოტა გადასცეს რუსული დრონების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო და დრონის ნამსხვრევები აჩვენეს.

„შეხვედრაზე რუმინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის განმეორებითი დარღვევები, რაც ასევე ნატო-სა და ევროკავშირის საჰაერო სივრცეს წარმოადგენს, აბსოლუტურად მიუღებელია. რუსეთს ყველა ამ სერიოზულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აცხადებს რუმინეთის საგარეო უწყება.

ასევე, რუსეთის ელჩს აცნობეს, რომ რუმინეთში რუსეთის საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა ხუთი დღის ვადაში უნდა დატოვოს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიაში: “ოცნების” პოლიტიკის შედეგი იზოლაციაა
შემდეგი სტატიაპატრიარქის საჯარო შეურაცხყოფის ფაქტზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე 2 500 ლარით დააჯარიმა