რუმინეთის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

რუმინეთის ქალაქ კონსტანცასთან ახლოს ქვეყნის უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში “პეტრომიდია” აფეთქება მოხდა. მას თან ახლავს ფართომასშტაბური ხანძარი და ის დღეს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

კვამლის მაღალი ბოძი მამაიას სანაპიროდან და ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩანს.
შემთხვევის ადგილას რვა სახანძო სამსახურის ბრიგადა, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და ერთი მობილური რეანიმაციის მანქანები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, საშუალო ხარისხის დაზიანება ორმა თანამშრომელმა მიიღო.
“რამდენიმეს სახე აქვს დამწვარი, მაგრამ სერიოზული არაფერია. ჩვენ შექმნილ მდგომარეობას ვაფასებთ. ტურისტებს ეს არ შეეხებათ” – კონსტანცას მხარის პრეფექტმა სილვიუ კოშამ თქვა.

აფეთქების მიზეზები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.

შემთხვევის ადგილას რუმინეთის შს მინისტრს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიტრამპის კომპანიებს გადასახადის გადაუხდელობას ედავებიან
შემდეგი სტატიაპოლონეთში ელექტრომობილების შეძენის სუბსიდირების პროგრამა იწყება