16.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 12, 2026
banner

რუმინეთის ტულჩას ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა

Screenshot

რუმინეთის ტულჩას ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა, – ინფორმაციას ავრცელებს.

„ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია ტულჩის ოლქის ლუნკავიცის კომუნის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, დრონის ჩამოვარდნის შესახებ. ამჟამად არსებული მონაცემებით, საჰაერო სამიზნე სამინისტროს სარადარო დაკვირვების სისტემებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან ის ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. დრონი ტყიან ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ჯგუფი ტერიტორიას IAR PUMA 330 SOCAT ვერტმფრენით შეისწავლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს რკინიგზა“: მგზავრებს გარკვეულ შემთხვევაში კომპენსაციით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ
შემდეგი სტატიალილუაშვილის საქმის პროკურორი: მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი