15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასშტაბური იერიშის შემდეგ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა.

„Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავებმა სამიზნესთან კონტაქტი რადარზე დააფიქსირეს, რენიდან 1.5 კმ-ში, უკრაინის ტერიტორიის თავზე. პილოტებს დრონების მიმართულებით ცეცხლის გახსნის უფლება მიეცათ“, – ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუმინეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქალაქ გალაცის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემი ხაზი და საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობა დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაქართველი პოეტი ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს