რუმინეთის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს დილით, 8:30 საათზე, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, სფინტუ-გეორგედან დასავლეთით 10 კმ-ში, ახალი დრონი ჩამოაგდეს. დრონი რუმინელმა პილოტმა F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლიდან ჩამოაგდო“, – წერს რუმინეთის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, პარასკევს რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ საჰაერო ძალებმა პირველად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი ჩამოაგდეს. უწყების განცხადებით, დრონი რუმინეთის საჰაერო ძალების F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა გაანეიტრალა.

















