რუმინეთის საგარეო უწყება – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ მისალოც ტექსტშია ნათქვამი, რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მისწრაფებებს.

„დამოუკიდებლობის დღეს რუმინეთი საქართველოს მთავრობასა და ხალხს თბილ მილოცვებს უგზავნის. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც მის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – დაწერა „ტვიტერზე“ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი 26 მაისთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის – უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, ქართველებმა დაადასტურეს სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ
შემდეგი სტატიაშვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს