რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი პრიორიტეტია დიპლომატიური ძალისხმევა დეესკალაციისთვის, რომელსაც რუმინეთი კონფლიქტის პირველივე დღიდან უჭერდა მხარს.
მათი თქმით, ქვეყანა ირანში მიმდინარე ომის მხარე არ არის.
ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარის საპასუხოდ გაკეთდა, რომელმაც ნატოს ქვეყანა აშშ-სთვის რუმინეთის საჰაერო ბაზების გამოყენების ნებართვის მიცემის შემდეგ ჩარევაში დაადანაშაულა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2006 წლის ორმხრივი წვდომის შესახებ შეთანხმება „აშშ-ს გარანტირებულ სამართლებრივ ჩარჩოს აძლევს რუმინეთში სამხედრო ბაზების მუდმივი გამოყენებისთვის“.
მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ თუ რუმინეთი აშშ-ს მისი საჰაერო ბაზების გამოყენების ნებართვას მისცემს, ეს „რა თქმა უნდა, რუმინეთის მონაწილეობას ნიშნავს ირანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში“














