რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მტკიცე უთანხმოებას 7 აგვისტოს საქართველოში, სოხუმში (აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში) ჯგუფ Morandi-ს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით,- აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
,,არაღიარების პოლიტიკისადმი ერთგულების შენარჩუნებით, რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“- აცხადებს რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
24 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონში კონცერტს გამართავს რუმინული ჯგუფი MORANDI.















