რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ძალიან მნიშვნელოვანია, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, თუმცა კვლავ შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით იქ განვითარებული მოვლენებით

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეკრების თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის ამ ინსტრუმენტის დაცვა. ისეთი არჩევნების, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ არიან დაშინებული კანონის მოქმედებით, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველო იხილოს ევროპულ გზაზე.

„დღეს ასევე განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას. რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა კვლავ ძალიან შეშფოთებული ვართ დემოკრატიის თვალსაზრისით იქ განვითარებული მოვლენებით. რუმინეთი არის ქვეყანა, რომელსაც როგორც ბოლო დროს, ისე ჩვენს ისტორიაში უნახავს მომენტები, როდესაც მოქალაქეები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე იცავდნენ ჩვენს დემოკრატიას, კორუფციასთან ბრძოლის და ევროპულ გზას. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეკრების თავისუფლების, სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის ამ ინსტრუმენტის დაცვა; ისეთი არჩევნების, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები არ არიან დაშინებული კანონის მოქმედებით, როგორც ამას საქართველოს შემთხვევაში ვხედავთ. ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობას, რომელიც საქართველოსთან გვაქვს დიალოგის კუთხით, თუმცა ეს პრობლემები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და უნდა მოგვარდეს, რათა ქვეყანამ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება შეძლოს, თუკი ეს არის მოქალაქეების ნება“, – განაცხადა ოანა ტოიუმ.

 

banner
წინა სტატიაშიერთ სულ მოსახლეზე საქართველოს იმდენივე პოლიტპატიმარი ჰყავს, რამდენიც რუსეთს – ვალტონენი
შემდეგი სტატია“გახარია საქართველოსთვის” ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის