რუმინეთის პროკურატურამ 77 ონკოლოგს ქრთამის აღებაში დასდო ბრალი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2016 01:17

რუმინეთის პროკურატურამ 77 ონკოლოგს ქრთამის აღებაში დასდო ბრალი

onkologiuriკორუფციასთან ბრძოლის ეროვნულმა დირექტორატმა ონკოლოგების მთელ ჯგუფს ფარმაცევტული კომპანიებისაგან ქრთამის აღებაში დასდო ბრალი. ექმიები თავიანთ პაციენტებს მხოლოდ კონკრეტული ფარმაცევტული ფირმის წამლებს უწერდნენ. ჯერჯერობით, ექიმების და კომპანიის სახელები არ საჯაროვდება.
როგორც ანტიკორუფციული უწყების შეტყობინებაშია ნათქვამი, კომპანიამ 77 ონკოლოგს, 2012 წლის მარტში, ოჯახების ინდოეთში დასვენება დაუფინანსა, რაც შენიღბული იყო როგორც კიბოს შესახებ კონგრესზე დასწრება. სინამდვილეში ონკოლოგები და მათი ოჯახის წევრები ფორუმის ჩატარების ადგილიდან 2 ათასი კილომეტრის მოშორებით, დელიში ცხოვრობდნენ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ფარმაცევტული კომპანიის მიზანი ბაზარში მომძლავრება იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ონკოლოგები პაციენტებს პრეპარატებს დიდი დოზით უნიშნავდნენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2016 01:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,372
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics