26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულ დრონს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ქალაქ რენის თავზე მოარტყა

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ დრონს, რომელიც მაღალსართულიან კორპუსს შეეჯახა, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოარტყა, რის შემდეგაც ტრაექტორია შეიცვალა.

ნიკოშურ დანის განცხადებით, რუსულ დრონს უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ქალაქ რენის თავზე მოარტყა.

„მაშინ როდესაც დრონები უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, ხოლო ერთს, სავარაუდოდ, ქალაქ რენის თავზე მოარტყეს, რომელმაც ტრაექტორია შეიცვალა და გალატისკენ გაფრინდა“, – განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.

რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი: “გავრილოვის ღამის” შემდეგ წელი არ გასულა, რომ ხალხის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია არ ჩაეტარებინათ
შემდეგი სტატიაირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ