4.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

რუმინეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში, „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე მიიწვიეს

რუმინეთის პრეზიდენტმა, ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ პირველ სხდომაზე მიწვევა მიიღო.  ამის შესახებ ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს.

„მივიღე მოწვევა, მივიღო მონაწილეობა მშვიდობის საბჭოს პირველ სხდომაში, რომელიც ვაშინგტონში 19 თებერვალს ჩატარდება. როგორც უკვე ვთქვი, რუმინეთი მიესალმება აშშ-ის ადმინისტრაციის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მშვიდობის ხელშეწყობისკენ“, – წერს ნიკუშორ დანი.

ამჟამად რუმინეთი არ არის „მშვიდობის საბჭოს“ წევრი, თუმცა ქვეყანამ მიიღო შეთავაზება გაწევრიანების შესახებ. პრეზიდენტის თქმით, გასულ თვეში ბუქარესტმა დაიწყო კონსულტაციები აშშ-თან, რათა გაეგო, შესაძლებელია თუ არა წესდების ცალკეულ დებულებათა შეცვლა ან ინტერპრეტაცია ისე, რომ ისინი სრულად შეესაბამებოდეს რუმინეთის კანონმდებლობას.

banner
წინა სტატიაში“ყველა გზა თეთრი ტაძრისკენ მიდის” – საპროტესტო აქცია თსუ-სთან
შემდეგი სტატია“დღეს გუნდი არის ერთიანი, როგორც არასდროს” – ირაკლი კობახიძე “ქართულ ოცნებაზე”