რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი გადაწყვეტილება იოჰანესმა მას შემდეგ მიიღო, რაც საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა მისი იმპიჩმენტის პროცესი მესამედ წამოიწყეს.

“მე ვტოვებ რუმინეთის პრეზიდენტის თანამდებობას, რათა დავიცვა რუმინეთი და რუმინელი მოქალაქეები ამ კრიზისისგან”. – თქვა იოჰანისმა.

გადაწყვეტილება ძალაში 12 თებერვალს შევა. იოჰანესის რიგით მეორე საპრეზიდენტო ვადა გასული წლის 21 დეკემბერს გავიდა, თუმცა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შედეგების ანულირების გამო, ის თანამდებობას დროებით, ახალი არჩევნების გამართვამდე იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა: სასანქციო პოლიტიკის გაღრმავებაზე გვექნება უფრო მჭიდრო კოორდინაცია
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მიმდინარე წლის 22 იანვარს ლონდა თოლორაიას საქმე – “ლონდა თოლორაია საქართველოს წინააღმდეგ”, დააკომუნიცირა, ანუ წარმოებაში მიიღო