რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოწვევით, რუმინეთის ფინანსთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დაიწყო.

დელეგაციის წევრები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს შეხვდნენ.

სახელმწიფო ვალის საკითხებში ექსპერტების დელეგაციას რუმინეთის ხაზინის და სახელმწიფო ვალის დირექტორატის გენერალური დირექტორი შტეფან ნანუ ხელმძღვანელობს.

ფინანსთა მინისტრმა რუმინელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გამოცდილების გაზიარებისა და ფინანსთა სამინისტროსთან მჭიდრო კომუნიკაციისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს კონსულტაციებს გაუწევენ სახელმწიფო ვალის და ლიკვიდობის მართვის საკითხებში.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პროკურატურამ სასულიერო პირის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ამბასადორიალი 2016“ -ზე სიტყვით გამოვიდა