14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

რუმინეთის პარლამენტმა პროევროპელი პრემიერ-მინისტრის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა

რუმინული მედიის ინფორმაციით, რუმინეთის პარლამენტმა პროევროპელი პრემიერ-მინისტრის, ილე ბოლოჯანის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

მედიის ცნობით, კენჭისყრაზე 281 მომხრე და 4 წინააღმდეგ იყო. კენჭისყრის ინიციატორები სოციალ-დემოკრატიული და ულტრამემარჯვენე პარტიები იყვნენ.

როგორც მედია წერს, რუმინეთში პოლიტიკური კრიზისი მმართველი კოალიციის დაშლის შედეგად დაიწყო. კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, 23 აპრილს მთავრობა დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შვიდმა წევრმა.

სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის მხარდაჭერაზე უარი თქვა და პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდა. ისინი პრემიერს ქვეყნის „ეკონომიკის განადგურებაში“ ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სახელმწიფომ გააძვირა დენი, მაშინ, როდესაც დენის საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ