რუმინეთის ექს-პრეზიდენტის საქმე 1989 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სასამართლოს გადაეცა

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტის იონა ილიესკუს საქმე, რომელსაც ქვეყნის იუსტიციის ორგანოები კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულში სდებენ ბრალს, სასამართლოს გადაეცა – ამის შესახებ რუმინეთის გერენალურმა პროკურორმა აუგუსტინ ლაზარმა ორშაბათს, 8 აპრილს განაცხადა. პროცესის დასრულება უწყების “ერთ-ერთი მნიშვნელოვან მიზანთაგანია” – ლაზარის სიტყვებს “დოიჩე ველე” ციტირებს. პროცესის თარიღი, ჯერჯერობით, ჩანიშნული არ არის.

ბრალი, რომელიც ქვეყნის ექს-ხელმძღვანელს 2018 წლის დეკემბერში წაუყენეს, რუმინეთში მიმდინარე ანტიკომუნისტურ გამოსვლებს ეხება, რომელიც 1989 წელს იყო. პროკურატურის ვერსიით, ილიესკუს მოქმედებებმა კომუნისტური რეჟიმის ჩამოგდების შემდეგ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, რომლის დროსაც 860 ადამიანი დაიღუპა, 2100 კი დაშავდა.
89 წლის ილიესკუმ განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა. ის რუმინეტის პრეზიდენტი იყო 1990-1996 და 2000-2004 წლები. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2015 წელს შეწყდა, თუმცა, ერთი წლის შემდეგ ის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განახლდა.

banner
წინა სტატიაშიმამზიშხას მთაზე გაჩენილი ცეცხლი დაახლოებით 25 ჰექტარზეა გავრცელებული
შემდეგი სტატიარატომ არ მიდის ცოტნე გამსახურდია პოლიტიკაში